გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 43 % კი დადებითად პასუხობს - NDI

საქართველო, თბილისი - 11:21 | 30.01.2019
ნანახია: 697

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე – „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია“, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ „არა“, ხოლო 43 პროცენტი პასუხობს, რომ „კი“. პასუხი „არ ვიცი“ 11-მა პროცენტმა მიუთითა.

ამასთან, თბილისში გამოკითხულთა 53 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის, დედაქალაქში გამოკითხულთა 40 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის. დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში გამოკითხულთა 44 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, დიდ ქალაქებში ასევე 44 პროცენტი ფიქრობს, რომ დემოკრატია არის, პატარა ქალაქებში 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ხოლო სოფლებში – 42 პროცენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე