ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმების გარეშე Brexit-ს მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 30.01.2019
ნანახია: 634

ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა შეთანხმების გარეშე Brexit-ს მხარი არ დაუჭირეს. თემთა პალატაში დეპუტატებმა რიგ საკითხებზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. ისინი მოცემული ფორმით ევროკავშირთან შეთანხმებას მხარს არ უჭერენ და გარიგების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინაარმდეგნი არიან და არსებულ შეთანხმებაში  ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლა სურთ.

პარლამენტმა ხმათა უმრავლსობით Brexit-ის შეთანხმების ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის თანახამად, ქვეყანა ევროკავშირს ბრიუსელთან გარიგების შედეგად დატოვებს.

ცვლილებებს მხარი 318-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 310-მა წინააღმდეგ.

ცვლილებები პარლამენტში კონსერვატორმა კეროლაინ სპელმანმა და ლეიბორისტმა ჯეკ დრომმა წარადგინეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე