პაკისტანის სასამართლო ქრისტიანი ქალის გამამართლებელი განაჩენის გადახედვას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 29.01.2019
ნანახია: 606

პაკისტანის უზენაესი სასამართლო ქრისტიან ასია ბიბის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას არ გადახედავს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

მანამდე პაკისტანის სასამართლომ გამოიტანა ბიბის გამამართლებელი განაჩენი, რომელსაც მკრეხელობის ბრალდებით 2010 წელს სიკვდილი მიუსაჯეს.

ბიბი დამნაშავედ ცნეს წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფაში, რაც პაკისტანის კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. მოგვიანებით ქრისტიანი ბიბის გამამართლებელმა განაჩენმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია ისლამისტ ექსტრემისტებს შორის, რომლებიც მისთვის თავის მოკვეთას მოითხოვდნენ.

ისლამისტებმა უზენაეს სასამართლოში გაგზავნეს პეტიცია ქალის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით.

პაკისტანის ხელისუფლება ბიბის ადგილსამყოფელს არ ამხელს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე