სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს, შესაძლოა, მიუნხენში შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 16:14 | 29.01.2019
ნანახია: 597

სომხეთის საგარეპო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან შეხვედრას არ გამორიცხავს მიუნხენში თებერვალში დაგეგმილ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე.

 „არაფრის გამორიცხვა შეიძლება. თუ მიღწეული იქნება შეხვდერის შესახებ შეთანხმება, ტრადიციულად, წინასწარ გაცნობებთ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მნაცაკანიანმა.

 „ის, რომ წინ მივიწევთ - ნათელია, რაც შეეხება შეხვედრის თარიღსა და სხვა საკითხებს, ვცდილობთ შევათანხმოთ და ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე