სერგეი ლავროვი აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 29.01.2019
ნანახია: 620

შეერთებული შტატები ღიად ცდილობს ვენესუელაში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „ვხედავთ, რომ აშშ-მა საჯაროდ აიღო კურსი ვენესუელაში ხელისფლების დამხობისკენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 „ჩვენ გვაშფოთებს ის, რასაც აშშ და მისი უახლოესი მოკავშირეები ვენესუელის მიმართ აკეთებენ, აშშ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ღიად ცდილობს ლათინური ამერიკის ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების დამხობას,“- განაცხადა ლავროვმა.

23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის  პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ სდა სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე