პედიატრს მცირეწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 12 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 29.01.2019
ნანახია: 741

გერმანიში პედიატრს მცირეწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 12 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გერმანული მედიის ცნობით, აუგსბურგის სასამართლომ განიხლა 20 დანაშაული, რომლებიც 44 წლის მამაკაცმა ჩაიდინა. სასამართლომ ექიმს ასევე სამუდამოდ აუკრძალა პროფესიული საქმიანობა. ამის გარდა, სასჯელის მოხდის შემდეგ, მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება შეეზღუდება.

ბრალდებულმა ყველა დანაშაული აღიარა. ის თავის მსხვერპლს აუგსბურგის, ჰანოვერისა და მიუნხენის საბავშვო მოედნებზე ეძებდა და ბავშვებს სათამაშოებით იტყუებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე