იემენში აფეთქებას არაბი რეპორტიორი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 29.01.2019
ნანახია: 895

 

აბუ-დაბის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იემენში თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დაშავდა. ინციდენტი იემენის ქალაქ მოხაში ერთ-ერთ ბაზარში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო WAM-ი იუწყება.

სააგენტოს თანახმად, აფეთქების შედეგად დაიღუპა ტელეარხ Abu Dhabi TV-ის ოპერატორი, ზიად ალ-შარააბი. კორესპონდენტი ფეისალ აზ-დაბჰანი კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ხოლო 10 დაშავდა. არაბული მედია მომხდარში პასუხისმგებლობას ჰუსიტების მოძრაობას აკისრებს და მას ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ დაგეგმილ თავდასხმებში ადანაშაულებს.

2017 წლიდან ქალაქ მოხას იემენის მთავრობისა და არაბული კოალიციის ძალები აკონტროლებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე