უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყება
საქართველო, თბილისი - 12:47 | 29.01.2019 ნანახია: 710მიმდინარე წელს დედაქალაქში ერთი ხიდის რეაბილიტაცია და ასევე, ერთი ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელება დაიწყება, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დასრულდება.
„ქალაქისთვის მასშტაბური და საინტერესო პროექტი იგეგმება - უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20-30 მილიონი ლარია. ეს არის ორწლიანი პროექტი. 2019-ში დავიწყებთ და 2020-ში დასრულდება. ყველამ იცის მაღლივის წითელი საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ და ის ერთ-ერთი სანიმუშო ადგილია. აღნიშნული პროექტი კი ამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. ეს იქნება საავტომობილო ხიდი, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებას განტვირთავს. საავტომობილო ხიდი საფეხმავლო ხიდთან თანხვედრაში იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეაბილიტაციაც იგეგმება.
„ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვეძახით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ოთხი მილიონი ლარი დაჯდება. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წარმოდგენილი პროექტების გარდა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც დაახლოებით 5 თვეს გასტანს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა