სტრასბურგის საშოაბო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტთან კავშირისთვის 5 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 29.01.2019
ნანახია: 746

საფრანგეთის პოლიციამ სტარსბურგის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა Point-ი იუწყება.

2018 წლის 11 დეკემბერს 29 წლის შერიფ შექათმა სტარსბურგის საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა და მიიმალა. სროლის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. სპეცოპერტაიისას შექათი პოლიციამ გაანადგურა.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული 78 წლის ალბერი შექათს იარაღით ამარაგებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე