2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება
საქართველო, თბილისი - 12:16 | 29.01.2019 ნანახია: 7722019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, წელს მულტიფუნქციური კომპლექსების მშენელობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში იწყება. თითოეული მათგანისთვის კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება სხვადასხვა რაიონებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად შევასრულებთ. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი ყველანაირი სპორტული სახეობა: ჭიდაობა, ბოქსი, განთავსებული იქნება საფეხბურთო მინი მოედნები, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკები. ეს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ადგილზე მივა, ყველანაირი სერვისით სარგებლობა შეეძლოს და არსად წასვლა არ დასჭირდეს. ესეც ორწლიანი პროექტია, წელს ვიწყებთ და მისი განხორციელება 2020 წელს დასრულდება“, - განცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსები გაზრდის სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული ადამიანების რაოდენობას.
„ჩვენთვის მთავარია მასობრიობა, რათა სპორტით დაკავებული იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. შესაბამისად, ფასებიც იქნება მისაღები, რათა ყველამ შეძლოს ამ კომპლექსებით სარგებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, ერთი ასეთი კომპლექსი შარშან თემქაზე გაიხსნა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და მიმდინარე წელს თბილისის მთავრობა სხვა რაიონებისთვის განსახორციელებელ ანალოგიურ პროექტებს წარმოადგენს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა