ვაზისუბანში საოჯახო მედიცინის ცენტრი გაიფიცა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 29.01.2019
ნანახია: 752

ვაზისუბანში მდებარე ''მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი'' გაიფიცა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დასაქმებულები აცხადებენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები, ვერ იღებენ დროულად კუთვნილ ხელფასებს, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი აღარც ელექტრო ენერგია და გაზიც აქვთ, არიან გათბობისა და წყლის გარეშე, რის გამოც პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან .

ანალოგიური სიტუაციაა დაწესებულების სამივე ფილიალში, რომლებიც მთლიანობაში 200 ადამიანია დასაქმებული. კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის პირველი კვარტალში მდებარეობს. დასაქმებულებთან შესახვედრად პროფკავშირების წარმომადგენლები მიდიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე