ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 11:43 | 29.01.2019
ნანახია: 829

ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში კაშხლის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. დაკარგულად 279 ადამიანია მიჩნეული. ამის შესახებ Globo ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი.

ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში კაშხლის გარღვევა გაუსლ პარასკევს მოხდა. წყლისა და ტალახის ნაკადი კომპანია Vale-ს შენობასა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სამაშველო სამუშაოებს, შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე