18 წლის პედოფილ ქალს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 29.01.2019
ნანახია: 807

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალ პედოფილს მცირეწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის შვიდი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის 18 წლის თანამშრომელმა სოფი ელმსმა ორიდან სამ წლმდე ბავშვების წინააღმდეგ  16 სექსუალური ზალადობის ფაქტი აღიარა. დანაშაულები მან 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე საბავშვო დაწესებულების მიღმა ჩაიდინა.

საქმის მოსმენაზე  ემოციური იყო მოსამართლის მიმართვა ბრალდებულისდმი. „მათი ოჯახების ცხოვრება დანგრეულია და ეს შენ გააკეთე. ისინი ამას ვერასდროს დაივიწყებენ“, - განაცხადა მოსამართლემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე