ნიკოლას მადუროს შემოსავლის ყველა წყაროს მოვუსპობთ - ჯონ ბოლტონი

საქართველო, თბილისი - 10:34 | 29.01.2019
ნანახია: 607

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნულ საკითხებში ჯონ ბოლტონმა Twitter-ში დაწერა, რომ თეთრი სახლი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ყველანაირ შემოსავალს მოუსპობს.

„გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რათა მადუროს არალეგიტიმურ რეჟიმს მოვუსპოთ შემოსავლის ყველა წყარო, ასევე ვუზრუნველყოთ დროებითი პრეზიდენტი გუაიდო და ვენესუელელი ხალხი აუცილებელი რესურსებით და მხარადჭერით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია დაბრუნდეს“, - წერს ბოლტონი.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს. აშშ-მა დაბლოკა PDVSA-ს ყველა აქტივი და მასთან გარიგებები აკრძალა.

ვაშინგტონი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს დაიყოვნებლივ აღიარონ ხუან გუაიდო ვენესუელის კანონიერ დროებით პრეზიდენტად.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ სდა სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე