თავდამსხმელებთან ორმხრივი სროლის შედეგად ხუთი პოლიციელი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 29.01.2019
ნანახია: 620

ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში ორი პირი, რომლებმაც  პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსმა არტ ასევადომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლისას დაიჭრა ხუთი პოლიციელი.

პოლიციის ცნობით, ორი დაჭრილი სამართლადამცველის მდგომარეობა მძიმეა, ორი პოლიციელის - სტაბილური, კიდევ ერთი სამართალდამცველი კი საავადმყოფოდან უკევ გაეწერა.

ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე