ოკაცეს კანიონზე მუშა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 29.01.2019
ნანახია: 653

ოკაცეს კანიონზე მუშა დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ფეხი აუცურდა და 70 მეტრი სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.

სამაშველო ბრიგადამ ხევიდან ის ცოცხალი ამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ადგილზე სამუშაოებს კომპანია “ინტერ ტექნოლოჯი“ ახორციელებს.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე