ტყეში დაკარგული 3 წლის ბიჭი დათვმა გადაარჩინა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 28.01.2019
ნანახია: 1296

აშშ-ში ტყეში დაკარგული სამი წლის ბიჭი დათვმა გადაარჩინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბავშვი ბებიის სახლში იმყოფებოდა, სადაც დასთან და ძმასთან თამაშის დროს ეზოს უკანა კარიდან გავიდა და დაიკარგა.

ბიჭის საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო ასობით ტყის მცველი, პოლიციელი, ასევე ვერტმფრენები და დრონები.

მაშველები შიშობდნენ, რომ ძალიან დაბალი ტემპერატურის დროს, ბავშვი შესაძლოა გაყინულიყო. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ბავშვის ძებნა ორ დღეს გაგრძელდა.

როდესაც მაშველებმა ბიჭი იპოვეს, ბავშვმა მათ უთხრა, რომ ეს ორი დღე თავის ახალ მეგობართან შავ დათვთან ერთად გაატარა, რომელიც მას თავისი სხეულით ათბობდა.

 „ღმერთმა მას მეგობარი გამოუგზავნა. საოცრებები ხდება“, - განაცხადა ბავშვის დეიდამ.

ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

Found: North Carolina boy Casey Lynn Hathaway, three, says he hung out with a bear during the two days he was missing in the woods. Pictured above after he was found and rescued

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე