პატიმარი ციხიდან სასამართლოში გადაყვანის დროს გაიქცა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 28.01.2019
ნანახია: 862

საფრანგეთში ტარასკონის ციხის პატიმარი სასამართლოში გადაყვანის დროს გაიქცა. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ციხის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

პატიმარს სამი პოლიციელი მიაცილებდა. როდესაც ისინი სასამართლოს შენობას მიუახლოვდნენ, პოლიციელებს თავს სამი შეიარაღებული პირი დაესხა და ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ სამართალდამცველს სცემეს.

გაქცეული პატიმარი 27 წლისაა. ის 2017 წლის 26 სექტემბერს შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე