1-ელი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე იზრდება

საქართველო, თბილისი - 13:43 | 11.12.2015
ნანახია: 1577

 

1-ელი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე იზრდება, ხოლო 1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერთა პენსია 216 ლარი იქნება. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსიის განხილვა უკვე დაიწყო. დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.

"მომავალ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ერთი მესამედი მიმართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის. თქვენ იცით, რომ მომავალ წელს პირველი ივლისიდან 180 ლარამდე იზრდება პენსია, ხოლო პირველი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერთა პენსია იქნება 216 ლარი. მომავალ წელს სახელმწიფო თითქმის ერთ მილიარდ ლარს დახარჯავს ეკონომიკის ხელშეწყობისთვის, ასევე მილიარდ ლარს მიუახლოვდა განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ხარჯები. საბოლოოდ, მომავალი წლის ბიუჯეტი ათ მილიარდ ლარზე მეტია და მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ეკონომიკამ გააგრძელოს მდგრადი განვითარება",-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე