ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 13:50 | 28.01.2019
ნანახია: 766

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ცვლილებების თანახმად,უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

2020 წლიდან ეროვნული გამოცდები ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.

ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება.

სოფო გორგოძის ინფორმაციით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე