სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება

საქართველო, თბილისი - 13:38 | 28.01.2019
ნანახია: 674

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ცვლილები ძალაში 2020 წლიდან შევა.

ამასთან,  მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები წელს მოიხსნება, მე-12 კლასელებისთვის კი 2020 წელს.  წელს მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე