ჰააგაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაინგრა - არიან დაშავებულები (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 12:30 | 28.01.2019
ნანახია: 826

ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში აფეთქების შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაინგრა. მაშველებმა ცხრა ადამიანი გადაარჩინეს, მათგან რვას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი 28 წლის მამაკაცი, რომელსაც მაშველებმა ტელეფონის მეშვეობით მიაკვლიეს, არსებობს შენობების ჩამონგრევის საფრთხე. პირველადი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ამის შესახებ ტელეარხი RTL იუწყება.

აფეთქებამ დააზიანა შენობებთან პარკირებული ავტომობილებიც.

თვითმხილეველთა თქმით, აფეთქება სამსართულიანი სახლში მოხდა, დანგრეულია სახლის შიდა კედლები. დანგრეული სახლების მეზობლად მდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ადგილობრივი მაცხოვრებელბი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე