გამოკითულთა 51% მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38% - სიღარიბეს, 37% - ფასების ზრდას - NDI-ს კვლევა

საქართველო, თბილისი - 11:16 | 28.01.2019
ნანახია: 625

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51 პროცენტისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია.

38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა; 37%-ის აზრით - ფასების ზრდა/ინფლაცია; 27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა; 25% - პენსიები; 18% - ხელფასები;

NDI მიუთითებს, რომ ეს ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.  

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე