NDI - გამოკითხულთა 83%-ის აზრით მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკაშირის წევრი

საქართველო, თბილისი - 11:09 | 28.01.2019
ნანახია: 660

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 83 % მიიჩნევს, რომ მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკაშირის წევრი.

ამ წუთებში, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და CRRC საქართველო, მედიას კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალთან და მედიასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე