მურუსიძემ სახლში დაიტიროს საკუთარი ცოდვები, თავი დაანებოს თამაშს და გადადგეს - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:49 | 28.01.2019
ნანახია: 1167

ჯალათ მოსამართლე მურუსიძეს მოვუწოდებ: სახლში დაიტიროს საკუთარი ცოდვები, თავი დაანებოს თამაშს და გადადგეს! დატოვოს სასამართლო სისტემა! -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.

“არავითარი საღი დისკუსია არაა საჭირო მურუსიძეებთან, რომლებიც სწორედ იმას ცდილობენ, რომ თავი შეაჩვიონ საზოგადოებას, გადაიყვანონ ოპონენტები კამათის რეჟიმში და მერე ცრემლიანი თვალებით გვითხრან, რომ პირიქით, ამათ დაუჭერიათ გირგვლიანის მკვლელები, რაც სამარცხვინო ტყუილია. მურუსიძე მოქმედებდა სააკაშვილ- ადეიშვილ- მერაბიშვილთან ერთად! იყო მათი ბინძური დავალებების შემარულებელი, იყო არა უბრალოდ მოსამართლე, არამედ რეჟიმის ჯალათი მოსამართლე! გირგვლიანის მკვლელებთან დაკავშირებული განაჩენიც წინასწარ იყო შეთანხმებული სააკაშვილ- ადეიშვილ- მერაბიშვილთან.

ამ მარტივ და ტრაგიკულ სიმართლეს არავითარი დისკუსია არ სჭირდება! ამათ კაცმა რომ უსმინოს, აქეთ სანდრო გირგვლიანი ყოფილა დამნაშავე ყველას და ყველაფრის წინაშე, ხოლო ჩვენ- ქართველ ხალხს, ეტყობა, 2003- 2012 წლები უბრალოდ მოგველანდა! თვალცრემლიან თვალთმაქცს, ჯალათ მოსამართლე მურუსიძეს მოვუწოდებ: სახლში დაიტიროს საკუთარი ცოდვები, თავი დაანებოს თამაშს და გადადგეს! დატოვოს სასამართლო სისტემა!”, – წერს ირმა ინაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე