ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ავსტრალიამაც აღიარა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 28.01.2019
ნანახია: 635

ავსტრალიამ ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.  ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიაროს, თუ უახლოეს დღეებში ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩვენები არ დაინიშნება. ასევე ნიდერლანდებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა განაცხადეს, რომ გუაიდოს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარებენ, თუ ვენესუელაში 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გამოცხადდება. 

ამ დროსითვის გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომ, აშშ-მა, ისრაელმა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, ჩილემ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, ალბანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე