ბრაზილიაში დამბის დანგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 28.01.2019
ნანახია: 651

ბრაზილიაში დამბის დანგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა, დაკარგულად 305 ადამიანია მიჩნეული. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

აღნიშნულია, რომ დაღუპულთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გადაბრუნებული ავტობუსი იპოვეს.

ბრუმადინიოს მუნიციპალიტეტში დამბა ორი დღი წინ დაინგრა. წყლის ნაკადა კომპანია Vale-ის ადმინისტრაციულ შენობასა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სამაშველო სამუშაოები შესაძლოა, რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე