ჯვრის მონასტერთან მყოფი გარემოვაჭრეები აქციებს იწყებენ

საქართველო, თბილისი - 09:57 | 28.01.2019
ნანახია: 675

ჯვრის მონასტერთან მყოფი გარემოვაჭრეები დღეიდან  აქციების დაწყებას გეგმავენ. მონასტერთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ საქმიანობას მხოლოდ მონასტრის წინამძღვარი კონსტანტინე ჯინჭარაული ეწინააღმდეგება. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ სავალ ნაწილზე არ დგანან და კანონს არ არღვევენ. 

გარემოვაჭრეები არასამთავრობოებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დაიკეტა და სამი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ეს გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. მიზეზად, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღებოდა, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ საკითხზე განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.  ჯვრის მონასტერი 16 იანვარს გაიხსნა. გარემობაჭრეებმა მცხეთის მერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილენა რომ გარევაჭრობა დროებით შეეჩერევბინათ.  ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ ალტერნატიულ ფართებს ან ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო დახლებს დაპირდა. გარემოვაჭრეები პასუხს 21 იანვრამდე ელოდებოდნენ. 22 იანვარს გარემოვააჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მისცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე