უკრაინაში კონტრ–ტერორისტული ოპერაციისას 85 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:42 | 11.12.2015
ნანახია: 1663

უკრაინელმა სამხედროებმა, აღმოსავლეთ რეგიონში, კონტრ–ტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და 85 ადამიანი დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები პრორუს სეპარატისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ოპერაცია დონეცკის ოლქში, ქალაქ კრასნო ჰორივკაში ჩატარდა და მასში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა დედაქალაქის შემოგარენშიც. ორმხრივ სროლას ერთი ეჭვმიტანილი ემსხვერპლა, ხოლო დაკავებულთა შორის ოთხი უკრაინელი და სამი რუსეთის მოქალაქეა.

ძალოვანები ვარაუდობენ, რომ ისინი რუსეთის დაზვერვის სამსახურის აგენტები არიან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე