მთელი ოპოზიციური სპექტრი მობილიზირდება, ზუსტად ისე, როგორც ვენესუელაში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:48 | 28.01.2019
ნანახია: 789

მშვიდობიანი საპროტესტო ფონდი აიძულებს ივანიშვილს, დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მოვიდეს ფართო კოალიცია, რომელიც შემოიტანს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შექმნის არსებულ სისტემას, სასამართლოს სისტემას ჩამოაყალიბებს ნორმალურს, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ძალიან განვითარებას და კიდევ უფრო სწრაფად წაიყვანს წინ, -  განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“.

სააკაშვილი ფართო კოალიციის შექმნაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაში 10-მილიარდიან ინვესტიციას შემოიტანს.

”მთელი ოპოზიციური სპექტრი მობილიზირდება, ზუსტად ისე, როგორც ვენესუელაში. ქმნიან საერთაშორისო ფონს, მასობრივად უსამართლობას აპროტესტებენ ყველა სახელმწიფო უწყებაში. აქვთ რეაქცია ყველაფერ უმსგავსობაზე, რასაც ისინი ჩადიან, აკეთებენ მშვიდობიან საპროტესტო ფონდს. მშვიდობიანი საპროტესტო ფონდი აიძულებს ივანიშვილს, დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნდა მოვიდეს ფართო კოალიცია, რომელიც შემოიტანს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შექმნის არსებულ სისტემას, სასამართლოს სისტემას ჩამოაყალიბებს ნორმალურს, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ძალიან განვითარებას და კიდევ უფრო სწრაფად წაიყვანს წინ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მის ინტერესებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, პირველ რიგში, ქვეყნის წინ წაყვანა და განვითარებაა.

„მე მაინტერესებს 10 მილიარდი დოლარის ჩადება საქართველოს ეკონომიკაში, მე მაინტერესებს ტექნოლოგიების დაბრუნება, მე მაინტერესებს ქართველების უკან ჩამოსვლა, მე მაინტერესებს საქართველოს წამყვან სახელმწიფოდ ქცევა, მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც იყო საქართველო საამაყო 9 წელიწადში, მე მაინტერესებს ის, რომ ჩვენ წავიდეთ სწრაფად წინ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე