დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:36 | 25.01.2019
ნანახია: 669

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი ფლორიდაში დააკავეს. მას ბრალი შვიდ საქმეში ედება. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიცის სამინისტრო იუწყება.

 „საბრალდებო დასკვნა შეიცავს შვიდ საქმეს, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, მოწმის მოსყიდვას და ცრუ მოწმეობას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კერძოდ, ნათქვამია, რომ სტოუნი ხშირად აძლევდა ცრუ ჩვენებებს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში  მისი თანამშრომლობის შესახებ ორგანიზაციებთან, რომელთა სახელწოდბები არ არის მითითებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე