მალიში გაეროს მისიის წარმომადგენლები ნაღმზე აფეთქდნენ

საქართველო, თბილისი - 16:22 | 25.01.2019
ნანახია: 695

მალიში გაეროს მისიის წარმომადგენლები ნაღმზე აფეთქდნენ, დაიღუპა ორი მშვიდობისმყოფელი, რამდენიმე კი დაიჭრა.

ინციდენტი მოპტის ოლქში მოხდა.

 „აფეთქების შედეგად ორი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, რამდენიმემ სერიოზული ტრავმები მიიღო“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

მისია MINUSMA 2013 წლიდან მალის უსაფრთხოების სფეროში სპციალურ ამოცანებს ასრულებს. 2018 წლის ოქტომბრიდან მისიის წევრების რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე