ბერლინის პოლიცია აუქციონზე გამოფენილი ჰიტლერის ნახატების ნადვილობას ადგენს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 25.01.2019
ნანახია: 981

ბერლინის პოლიციამ ადგილობრივი აუქციონის სახლიდან ადოლფ ჰიტლერის სამი ნახატი გაიტანა, რათა მათი ნამდვილობა დაადგინოს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

საუბარია აკვარელით შესრულებულ პეიზაჟებზე, რომლებიც 1910 და 1911 წლებშია დათარიღებული. სამივეს აქვს წარწერა „ა. ჰიტლერი“. ნახატები  აუქციონზე გასაყიდად 2 დღის წინ იყო გამოფენილი.

პოლიციელთა თქმით, ნახატების შემოწმება ერთ-ერთი შეტყობინების საფუძველზე გადაწყვიტეს. ნამუშევრებს კრიმინალისტები და ხელოვნებათმცოდნეები სწავლობენ.

2014 წელს ჰიტლერის ერთ-ერთი ნახატი 130 ათას დოლარად გაიყიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე