ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 25.01.2019
ნანახია: 1264

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ საქართველოს მოქალაქე გია ფარულავა დააკავეს, რომელიც 1962 წელს არის დაბადებული და ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეს მცხოვრებია. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.

ე.წ. უსაფრხთოების სამსახურს წარმომადგენელთა თქმით, შენობიდან, რომელიც ფარულავას ეკუთვნოდა, ამოღებულია საბრძოლო მასალა.

სოხუმის ე.წ. სასამართლომ ფარულავას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე