წურწუმიას ქუჩაზე გზა ჩაინგრა და სატვირთო ავტომობილი ჩაიყოლა

საქართველო, თბილისი - 14:01 | 25.01.2019
ნანახია: 683

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომობილი ორმოში ჩავარდა. საავტომობილო გზაზე ასფალტი მოულოდნელად ჩაინგრა და სატვირთო ავტომობილის ნაწილი ჩაიყოლა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ასფალტი შემთხვევის ადგილიდან ათ მეტრშიც იყო ჩავარდნილი, ისინი რამდენიმე დღეა გზის სავალი ნაწილის შეკეთებას ითხოვდნენ, თუმცა ადგილზე შესაბამის სამსახურებიდან არავინ მივიდა.

ფოტო: რუსთავი2

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე