ავღანეთში სამთვრობო ძალების ავიადარტყმებს 16 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 25.01.2019
ნანახია: 801

სულ მცირე 16 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამთავრობო ძალების ავიადარტყმების შედეგად. ამის შესახებ ტელეარხი TOLOnews-ი ქვეყნის თავდცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის ქალები და ბავშვები. ისინი სანგინის რაიონში ცხოვრობდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სანგინის რაიონში სამი დღის განმავლობაში მასშტაბური კონტრტერორისტული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე