გიგი უგულავა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ გავშიფრე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:05 | 25.01.2019
ნანახია: 767

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს,– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაკის პარკში მშენებლობაზე სპეციალური ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს, 2013 წელს გაიცა.

„გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის სიმაღლის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ გავშიფრე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინვესტრორთან შეთანხმება მიღწეულია და ვაკის პარკში სასტუმრო  აღარ აშენდება. მან ინვესტორს მადლობა გადაუხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე