ევროკავშირი მზად არის Brexit-ის თარიღი გადაავადოს

საქართველო, თბილისი - 17:40 | 24.01.2019
ნანახია: 618

ევროკავშირი, ლონდონის სურვილის შემთხვევაში  მზად არის ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თარიღი გადაიტანოს. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

„იმედი მაქვს ბრიტანეთის პარლამენტი „გეგმა ბ“-ს მხარს დაუჭერს. თუ ეს არ მოხდება, უნდა გვეყოს გამბედაობა და გასვლის თარიღი გადავდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ „მკაცრი" Brexit-ი“, - განაცხადა კურცმა დავოსის ფორუმზე.

მისი თქმით, „მკაცრი“ Brexit-გან მიყენებული ზიანი სერიოზული იქნება არამხოლოდ ბრიტანეთისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

„დიდ ბრიტანეთში იციან, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „მკაცრი“Brexit-ი თავიდან აიცილოს და აუცილებლობის შემთხვევაში გასვლის თარიღი გადაიტანოს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთსაც უნდა უნდოდეს“, - განაცხადა კურცმა.

დიდმა ბრიტანეთმა, რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე