ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 24.01.2019
ნანახია: 622

ოთხშაბათს,23 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოსთანამომხსენებლად ფრანგი სენატორი, კლოდ კერნი დაამტკიცა.

ფრანგმა სენატორმა ჩაანაცვლა შვედი დეპუტატი კერსტინ ლუნდგრენი, რომელიც შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერად აირჩიეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას გამოეთიშა. პარლამენტის თავმჯდომარისპირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილისინფორმაციით, „დამტკიცდა ახალი თანამომხსენებელი, ფრანგისენატორი, ბატონი კლოდ კერნი, რომელიც ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პოლიტიკურიჯგუფის წარმომადგენელია.

ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს საქართველოსსაკითხზე ორი თანამომხსენებელი ჰყავს. ერთ-ერთი მომხსენებელი, რუმინელი დეპუტატი ბატონი ტიტუსკორლატეანი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრი, კვლავ რჩება მომხსენებლად, მეორეთანამომხსენებელი კი, ფრანგი სენატორი, კლოდ კერნია, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში, ჩვენთანერთად იმუშავებს", - განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციისხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე