სირიაში რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 16:54 | 24.01.2019
ნანახია: 746

აფეთქების ხმა გაისმა სირიის დედაქალაქ დამასკოში, რუსეთის საელჩოს სიახლოვეს. ამის შესახებ სააგენტო SANA იუწყება.

ინციდენტი ადავის რაიონში, მოხდა, სადაც რუსეთის საელჩოს გარდა მდებარეობს სამთავრობო დაწესებულებები.

სავარაუდოდ, აფეთქება ტერაქტს უკავშირდება.

მოგვიანებით, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე