სხდომაზე რომელიმე დეპუტატის გარიცხვის საკითხი არ დამდგარა - ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:15 | 24.01.2019
ნანახია: 660

სხდომაზე რომელიმე დეპუტატის გარიცხვის საკითხი არ დამდგარა, - ამის შესახებ უმრავლსეობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რომ გუნდთან მოხდეს შეთანხმება.

„ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ამიტომ ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ეკა ბესელიას. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რომ საზოგადობასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, ის იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, რომელიც ცდილობდა მოესმინა ყველასთვის ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამდა,“-ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მხოლოდ "მოსამართლეების გამწესების საკითხი განიხილეს. ქუცნაშვილის თქმით, დისკუსიისას განიხილეს თუ რა წესების და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა.

„ჩვენ თვალწინ იბადება თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება. ეს ძალიან სერიოზული პროცესია. მოგეხსენებათ, მეცხრე მოწვევის პარლამენტი გვყავს და საზოგადოებაში კიდევ არის კითხვები დემოკრატიასთან მიმართებაში“, – განაცხადა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ახალი წესებისა და კრიტერიუმების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.

"ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე