პრინციპულია ჩემთვის, რომ უზენაეს სასამართლოში გამწესდნენ მოსამართლეები, რომლებიც არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 16:07 | 24.01.2019
ნანახია: 796

პრინციპულია ჩემთვის, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ ძალიან მაღალი სტანდარტი პროფესიული ეთიკის, მორალის, წარსულის და არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან, - ამის შესახებ მის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საჭირო შეხვედრა იყო და საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეობის კანიდადატებზე მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება.

„საუბარი დღეს ვერ დავასრულეთ, რადგან კიდევ ბევრი გამომსვლელია. შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს შეხვედრები, რომ ყველამ ბოლომდე თქვას გამოხატოს პოზიცია და შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

მე არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. კარგი შესაძლებლობა იყო მიმღეობისა და მოსმენის თვალსაზრისით განსხვავებული მოსაზრებები გაგვეზიარებინა. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც კონფიდენციალური. იგივე პოზიცია მაქვს ამ სიასთან და პროცესთან დაკავშირებით, რასაც გიზიარებდით. ამ პოზიციას ბუნებრივია, არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, როგორი უნდა იყოს კრიტერიუმები, რა პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას და საბოლოოდ, როცა შევჯერდებით, შემიძლია გითხრათ, რაზე შევთანხმდით და ალბათ ყველა ისაუბრებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ ძალიან მაღალი სტანდარტი პროფესიული ეთიკის, მორალის, წარსულის და არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან. ”პროცესი მაქსიმალურად უნდა გადმოვიდეს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა თავისი მნიშვნელოვანი როლი აიღოს, რათა იუსტიციის საბჭო არ გახდეს ბარიერი იმისთვის, რომ რეალურად შერჩევის პროცესი მიმდინარეობდეს“ - განაცხადა დეპუტატმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე