საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესულელ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 15:29 | 24.01.2019
ნანახია: 634

საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესულელ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში - საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ განცხადებას მიკრობლოგ "ტვიტერის საშუალებით აკეთებს.

"იმედი გვაქვს, რომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეა შეძლებს გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას, მოემზადება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატერებლად და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. მხარს უჭერს ვენესულელ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. აშშ-მა გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა და მადუროს, რომელსაც ის ვენესუელის კანონიერ მეთაურად არ მიიჩნევს, მოსთხოვა არ დაუშვას ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები. მადურომ თავი კონსტიტუციურ პრეზიდენტად გამოაცხადა, გუაიდოს კი აშშ-ის მარიონეტი უწოდა.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ასევე აღიარეს საქართველომ, ბრაზილიამ, კოსტა-რიკამ, პარაგვაიმ, გვატემალამ და პერუმ. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე