შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი სავარაუდოდ სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 24.01.2019
ნანახია: 568

შოტლნდიის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პირველი მინისტრი ალექს სალმონდი დააკავა. ამის შესახებ Evening Standard.-ი წერს.

 „ვადასტურებთ, რომ 64 წლის მამაკაცი დაკავებულია, მას ბრალი წაუყენეს“, - განუცხადა გამოცემას პოლიციამ.

აღნიშნულია, რომ ყოფილი მინისტრი ედინბურგის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

სხვა დეტალები უცნობია. თუმცა დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს ბრალდებებს, რომლებიც გასული წლის იანვარში ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა გააჟღერა. მათ განაცხდეს, რომ 2013 წელს სალმონდი  მათ სექსუალურად ავიწროებდა.

სალმონდი შოტლანდიის პირველი მინისტრის პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე