ვიქტორ იანუკოვიჩი სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ სცნო

საქართველო, თბილისი - 12:32 | 24.01.2019
ნანახია: 727

კიევის ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ სცნო.

სასამართლომ სახელმწიფო ღალატის შესახებ საქმის განხილვა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ეს სისხლის სამართლის  ერთ-ერთი საქმეა, რომელიც უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ დაიწყო.

პროკურატურა იანუკოვიჩისთვის უვადო პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ბრალდებამ ყოფილი პრეზიდენტისთვის 15-წლიანი პატიმრობა  მოითხოვა. იანუკოვიჩი ბრალს კატეგორიულად უარყოფს.

 ვიქტორ იანუკოვიჩს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, რადგან ის უკრაინაში 2014 წლიდან არ იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე