”ისლამური სახელმწიფო” თურქეთში ტერატქებს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 12:33 | 11.12.2015
ნანახია: 1881

ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფო” თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას გეგმავს. როგორც გამოცემა Hurriyet-ი წერს, შესაბამის ინფორმაციას ფლობს აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველო და თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია.

სპეცსამსხურების მონაცემებით, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ტერაქტების მოწყობას აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და სამხედრო ბაზების წინააღმდეგ აპირებენ. მათივე ინფორმაციით, ტერორისტების მიზანი შესაძლოა ტურისტული ადგილებიც გახდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე