ვენესუელაში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:31 | 24.01.2019
ნანახია: 628

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ძალოვანებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისმის ყუმბარებისა და ბომბების აფეთქებების ხმა. სამართალდამცავები მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

გუშინ ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციები დაიწყო. რამდენიმე შტატში სამართლადმცავებთან შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.

ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას მხარუ აშშ-მა დაუჭირა.  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ასევე აღიარეს საქართველომ, ბრაზილიამ, კოსტა-რიკამ, პარაგვაიმ, გვატემალამ და პერუმ. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე