ერდოღანმა ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 24.01.2019
ნანახია: 801

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ვენესუელის პრეზიდენტს ნოკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ თურქეთის ლიდერის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

 „ჩვენმა პრეზიდენტმა დაურეკა ვენესუელის ლიდერს - მადუროს, გამოხატა მისი მხარდაჭერა თურქეთის მხრიდან და უთხრა: „ძმაო, მადურო, გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ!“ თურქეთი თავისი ლიდერის ხელმძღვანელობით დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ“, - წერს კალინი.  

ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. აშშ-მა გუაიდო დროებით პრზეიდენტად აღიარა და მადუროს, რომელსაც ის ვენესუელის კანონიერ მეთაურად არ მიიჩნევს, მოსთხოვა არ დაუშვას ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები. მადურომ თავი კონსტიტუციურ პრეზიდენტად გამოაცხადა, გუაიდოს კი აშშ-ის მარიონეტი უწოდა.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ასევე აღიარეს საქართველომ, ბრაზილიამ, კოსტა-რიკამ, პარაგვაიმ, გვატემალამ და პერუმ. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე