აშშ-ში ტარნსგენდერებს ჯარში სამსახური ეკრძალებათ

საქართველო, თბილისი - 14:31 | 23.01.2019
ნანახია: 668

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტს ტრამპს ეძლევა შესაძლებლობა, აამოქმედოს მისი პოლიტიკა სამხედრო სამსახურებში ტრანსგენდერების მსახურების წინააღმდეგ.

გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს 9-დან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ხოლო 4 მოსამართლე, რომლებიც სასამართლოს ლიბერალურ ფრთად ითვლებიან, წინააღმდეგ წავიდა.

გადაწყვეტილება იმ პირების ჯარში მსახურებას კრძალავს, რომელიც სქესის შეცვლას ითხოვს ან ტრანზიციისთვის დრო სჭირდება.

დონალდ ტრამპმა ტრანსგენდერებისთვის სამხედრო სამსახურებში მსახურების წინააღმდეგ ინფორმაცია 2017 წლის ივლისში გააჟღერა, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტისთვის ზედმეტი ტვირთი იყო ტრანსგენდერების სამედიცინო მომსახურება. თავის დროზე ბარაკ ობამამ ტრანსგენდერებს არამხოლოდ ჯარში მსახურების ნება დართო, არამედ ისინი პენტაგონის ბიუჯეტის ხარჯზე სამედიცინო დახმარებითაც უზრუნველყო, მათ შორის სქესის შეცვლაზე ოპერაციის ჩათვლით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე