იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 23.01.2019
ნანახია: 696

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

ტიმოშენკოსთვის ეს პრეზიდენტის პოსტის დაკავების მესამე  მცდელობა იქნება. 2010 წელს ტიმოშენკო არჩევნების მეორე ტურში ვიქტორ იანუკოვიჩთან 3,48- პროცენტიანი სხვაობით დამარცხდა. 2014 წელს კი მოქმედ პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან წააგო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად პირველივე ტუში აირჩიეს.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 31 მარტს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე